28 თებერვლიდან მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, მარტის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თვის განმავლობაში ბენზინის ფასი 15-45 თეთრით, დიზელის კი 37-74 თეთრით გაიზარდა.

28 თებერვლიდან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, სწორედ, ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა.

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარტში კომპანიებს ჯერ კიდევ ჰქონდათ 1-2-კვირიანი მარაგები, რამაც საწვავის ეტაპობრივად გააძვირა, თუმცა აპრილში, გლობალურ ბაზარზე ნავთობის კიდევ უფრო მეტად გაძვირების პირობებში, მიმდინარე თვეში ბენზინის და დიზელის საწვავი უფრო მეტად გაძვირდება.