ქუთაისში, ჯავახიშვილის 83 ა-ში სარეაბილიტაციო კლინიკა "რენეო" გაიხსნა, რომელიც ჰოსპიტალური მენეჯმენტისა და კლინიკური აუდიტის ჯგუფის ინიციატივით, ქართულ–ამერიკული კლინიკა რეპროარტის პარტნიორობით დაარსდა.

კლინიკა აღიჭურვა უახლესი გერმანული და იტალიური აპარატურით და მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, პაციენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნით. პროფესიონალი ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების გუნდი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. 

კლინიკაში გთავაზობენ მომსახურებას შემდეგი მდგომარეობების დროს:

ინსულტი, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმები

მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევები

სქოლიოზი, ტერფის და კისრის პრობლემები

დისპლაზია, რევმატოიდული დაავადებები, ართრიტი, ართროზი

კუნთებისა და მყესების დაზიანება, ნევრალგია, ჰემატომა

პოსტოპერაციული და პოსტტრავმული მდგომარეობები 

"რენეო" ახორციელებს სპორტულ სკრინინგს, სარეაბილიტაციო პროგრამებს და Check-up–ს მოზარდ სპორტსმენებზე (7–18 წლამდე), გამოცდილი სპორტის ექიმებისა და რეაბილიტოლოგების ჩართულობით.

რეგიონიდან გაუსვლელად მიიღეთ მაღალსტანდარტული სამედიცინო სერვისი ქუთაისში! 

მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის 83 ა

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კლინიკის ოფიციალურ გვერდს.