დღეიდან დაცულ ტერიტორიაზე შესვლა გაძვირდა.  

დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შეეხება იმერეთში მდებარე პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებს - როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის.

ცვლილებები იმერეთში:

ოკაცეს კანიონი

- საქართველოს მოქალაქეებისთვის: 12 ➡️ 16 ლარი - უცხოელებისთვის: 20 ➡️ 30 ლარი 

პრომეთეს მღვიმე

- საქართველოს მოქალაქეებისთვის: 13 - 16 ლარი
- უცხოელებისთვის: 25 - 40 ლარი
- ნავით გადაადგილება (უცხოელებისთვის): 20 - 30 ლარი

სათაფლია

- საქართველოს მოქალაქეებისთვის: 10 - 15 ლარი
- უცხოელებისთვის: 20 - 30 ლარი

უცვლელი რჩება:
ნავენახევის მღვიმე; ქართველებზე 8 ლარი.

სააგენტოს განმარტებით, ფასების ზრდა მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მომსახურების გაუმჯობესებას.

ფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აღნიშნულ ბმულზე: shorturl.at/M1Qqzshorturl.at