ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყნის მაგისტრალებს და გზებზე იგეგმება სპეციალური სასწორების დამონტაჟება.
"ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მოხდება მძიმე სატვირთო მანქანების წონის დაფიქსირება. გამომდინარე იქიდან რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას", - განაცხადა სოხაძემ.