ამ კანონის მიღების შემდგომ, ფაქტობრივად, ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა, რომ მოვიპოვოთ დაფინანსებები, რომლითაც ბავშვთა განვითარების ცენტრები ვიღებდით სხვადასხვა ტიპის დახმარებას, - ამის შესახებ "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" წარმომადგენელმა ლიკა მხატვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებაშიც იმატა სტრესმა და აგრესიამ.
"ამ კანონის მიღების შემდგომ, ფაქტობრივად, ჩვენ დავკარგეთ შესაძლებლობა, რომ მოვიპოვოთ დაფინანსებები, რომლითაც ბავშვთა განვითარების ცენტრები ვიღებდით სხვადასხვა ტიპის დახმარებას, იქნებოდა ეს შეფასების ინსტრუმენტების ყიდვა, თარგმნა, ადაპტაცია თუ განმავითარებელი რესურსის, რომელიც ჩვენთვის ძალიან დიდ ფუფუნებას წარმოადგენს და რეალურად, ამის ხარჯები ორგანიზაციას არ აქვს.
ასევე, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განახლება, სპეციალისტთა პროფესიული ზრდა-განვითარება და სუპერვიზიარის გარეშე ხარისხი უბრალოდ არ არსებობს.
ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ყოველთვის იყოს მეტ-ნაკლებად დასავლურ ღირებულებებზე და სტანდარტებზე დაფუძნებული, რაც ყოველთვის კარგი საშუალება იყო ჩვენთვის მანამდე, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ.
საზოგადოებას რაც შეეხება, ვხედავთ გაცილებით უფრო მეტ დასტრესილ, შეშფოთებულ ადამიანებს. მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ბავშვი სად წავიყვანო, ან რა მომავალი ელოდება, როგორ იქნება დაცული, სიტყვის თავისუფლება როგორი იქნება, არ ვიცი. ნებისმიერ კრიტიკაზე ჯერ მიწევს დაფიქრება, რა ფორმით გავაჟღერო, როგორ გავაგებინო თუნდაც ჩემი აზრისაგან განსხვავებულ მოქალაქეს ის, რისი თქმაც მსურს, ასე რომ, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ.
ვხედავ, როგორც ფსიქოლოგი, თუ როგორ იცვლება ფსიქოლოგიური თუ მენტალური მდგომარეობა ადამიანებში, მოიმატა აგრესიამ, ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის და ძალიან სტრესული მდგომარეობაა", - განაცხადა ლიკა მხატვარმა.