ივანიშვილის ცოლი მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს.

"ქალბატონო ეკა,

მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის დაკარგვის ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ ხართ და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია.

რაც შეეხება ჩემდამი თქვენს მოწოდებას; როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ და ყველა გარემოება სრულად იქნება შესწავლილი, რათა თქვენს თავს დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

როგორც დედა - დედას, როგორც ქალი - ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს“, - აღნიშნავს ეკატერინა ივანიშვილი.

ეკა კუპატაძე 29 ივნისს, სოლოლაკის სასახლესთან მივიდა, ეკატერინა ხვედელიძეს მიმართა და როგორც დედამ გამწარებულ დედას, გვერდით ამოდგომა სთხოვა.