ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, სამი ავტომობილის მონაწილეობით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინფო იმერეთს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მათივე განმარტებით, პირველი ავტომობილი შეეჯახა მეორეს, რის შემდეგაც, ინერციით, მეორე მანქანა მესამეს დაეჯახა.

"საშინელი ხმა იყო. გარეთ რომ გავედით, სამი მანქანა დაგვხვდა დაზიანებული. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.