ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ალექსი გამისონიას საზოგადოების თანადგომა სჭირდება.
მოზარდს უკვე ჩაუტარდა ფეხის ამპუტაცია, ახლა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიაში გამგზავრება, სადაც უნდა ჩაუტარდეს ფეხის იმპლანტაციის პროცედურა, რათა შეძლოს ნორმალური ცხოვრების გაგრძელება.
"გთხოვთ, ნუ დარჩებით გულგრილები. თითოეული გაზიარება, თითოეული ლარი და თითოეული მხარდაჭერა ალექსისთვის დიდი იმედია.
უმორჩილესად გთხოვთ, დავუდგეთ გვერდში და ერთად დავეხმაროთ ალექსის ამ რთული გზის გავლაში. თქვენი მხარდაჭერა მისთვის შანსია, კვლავ დამოუკიდებლად იაროს და უკეთესი მომავალი ჰქონდეს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ: GE15BG0000000525703583; მიმღები დედა: ციცინო ფროდიაშვილი.
15 წლის ალექსანდრე გამისონია ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, მას რამდენჯერმე დასჭირდა სისხლის გადასხმა.