სამტრედიის საჭიდაო კლუბ „ფალავანის“ სპორტსმენი, 65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვეფხვია წიქვაძე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
26-27 ივნისს რუსეთის ქალაქ კაზანში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყირგიზულ ჭიდაობაში მან რუსეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის წარმომადგენლები დაამარცხა.
სპორტსმენის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მის მწვრთნელებს – ბესარიონ შვანგირაძეს, ავთანდილ თარგამაძეს და ავთანდილ კუტალაძეს.