ქუთაისში, ნიკიტინის სკვერში ფოტოკონკურსი „ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I ადგილი: ნატა კახიძე – ფოტოსერია “მოზაიკა როგორც მეხსიერება”; 
II ადგილი: მინდია ჩარქსელიანი – ფოტოსერია “რიონისპირი”;
III ადგილი: თორნიკე ტურაბელიძე – ფოტოსერია “დროის ანარეკლი: ქუთაისის დამალული ისტორიები”;

ღონისძიების ფარგლებში, MA architects-ის ორგანიზებულ საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო ფინალში გასულ მონაწილეთა ფოტონამუშევრები, სადაც სტუმრებმა იხილეს კონკურსის საუკეთესო პროექტები.

ფოტოკონკურსის მიზანი: ქუთაისის ისტორიული არქიტექტურის აღქმა, შენარჩუნების მნიშვნელობის გამოკვეთა და ნიჭიერი ფოტოგრაფების წახალისება.

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, მონაწილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.