ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მიყენებული დაზიანებების შედეგად შუახნის ქალბატონი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.