ქუთაისში, უწყვეტი პროტესტის 331-ე დღეს, პროევროპული აქციის მონაწილეებმა დაკავებულ აქტივისტებს - სოფო როინიშვილს, იმედა კლდიაშვილს და დავით მშვენიერაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ქვეყანაში რეპრესიული კანონი მოქმედებს, ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებათ.
პროევროპული აქციის მონაწილეების განმარტებით, "ქართული ოცნების" მმართველობის ფორმა ავტორიტარული ხელისუფლებების ფორმის იდენტურია.
აქციის მონაწილეები "ქართულ ოცნებას" უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.