ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ვახტანგ ღაჭავა წარადგინა.

ვახტანგ ღაჭავას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალი ხელმძღვანელი რეგიონში სატყეო სფეროს მიმართულებით საქმიანობას უახლოეს პერიოდში შეუდგება.