დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ცნობილია, რომ საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული.

წელს პირველად, პირველი კლასის მოსწავლეები ვალდებულები ხდებიან, სასკოლო ფორმები ატარონ.

ამასთან, იმერეთში ამ დრომდე არაერთი სკოლაა, რომელთა რეაბილიტაცია ან მშენებლობა არ დაწყებულა და მოსწავლეები ახალ სასწავლო წელსაც სხვა სკოლებში ხვდებიან.