საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

მისივე ცნობით, მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ ამჯერად კოლოფზე ფასმა საშუალოდ 20-30 თეთრით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული სიგარეტი ახალი წლის შემდეგ უკვე მეორედ გაძვირდა, ჯამში, ერთი თვის განმავლობაში ერთ კოლოფ თამბაქოზე ფასი 40-60 თეთრით გაიზარდა.

ცნობისთვის, თამბაქოს გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 85 თეთრით გაიზარდა.