"დაიცავი ილიაუნის" ლაივ მარათონში დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის 500 000 ლარი შეგროვდა.
"დაიცავი ილიაუნი" თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის აგროვებს, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს.