აქციების დროს დაკავებულმა - გიორგი მინდაძემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და ანრი კვარაცხელიამ ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და 5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ამავე ბრალდებით იყო დაკავებული ანრი კვარაცხელია, რომელსაც 4,6 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროს დეკემბერში ტოვებდა.
მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობასთან დაკავშირებით 232 პატიმარი შეიწყალა.












კომენტარი