"რიონი" ახალ სეზონს ახალი მენეჯმენტით და განახლებული "ახალი ამბებით" იწყებს

sinatle media

"რიონი" ახალ სეზონს ახალი მენეჯმენტით და განახლებული "ახალი ამბებით" იწყებს

ბაღდათი
541 საათის წინ
ტექსტის ზომა

დღეს ტელეკომპანია „რიონი“ ახალ სეზონს იწყებს. ქვეყნის პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც უკვე 38 წელია  ეთერშია, მაუწყებლობას ახალი მენეჯმენტითა და განახლებული კონცეფციით განაახლებს.

სიახლეები შეეხო არხის საინფორმაციო გამოშვებასაც. "ახალი ამბები“ განახლებული სტუდიიდან, სრულიად შეცვლილი დიზაინითა და ახალი დროით - 19:30 საათზე დაიწყება.

ცვლილებების მთავარი მიზეზი არხის განვითარების ახალი ეტაპია. მიმდინარე წელს ტელერადიოკომპანია „რიონის“ საკონტროლო პაკეტი გაიყიდა. არხით სამშენებლო კომპანია „პანორამა ქუთაისი“ დაინტერესდა, რომლის ინვესტიციითაც ტელევიზია ტექნიკური და სტრუქტურული განახლების პროცესს გადის.

"მიუხედავად მასშტაბური ცვლილებებისა, „რიონის“ მთავარი სავიზიტო ბარათი და ფასეულობები უცვლელი რჩება. არხის მთავარი პრინციპი კვლავაც მაყურებლისთვის სანდო, დროული და მკაცრად გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებაა", - ამბობენ ტელეკომპანია "რიონში".

ტელე-რადიო კომპანია "რიონი" საქართველოში 1989 წელს დაარსებული პირველი კომერციული ტელეკომპანიის სამართალმემკვიდრეა, რომელიც ბადრი კაპეტივაძემ დააარსა.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
790

საქართველოს მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდება

3

გიორგი მინდაძემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და ანრი კვარაცხელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს

4

დღეს გიორგობაა

34

23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

6

ქუთაისში, კორპუსის სადარბაზოში, სადაც აფეთქება მოხდა, შესვლა კვლავ აკრძალულია - დაზარალებული 56 მოქალაქე კი სასტუმროშია გადაყვანილი

13

ქუთაისსა და იმერეთის კიდევ 7 მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე დღით შეუწყდება

3

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალი კლინიკაში რჩება

4

"ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო"