გიორგი ონიანი წყალტუბოს "სამგურალს" აღარ გაწვრთნის

sinatle media

ცაგერის სოფელ ლაილაშში მეწყერის შედეგად დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი

დღის სიახლეები
23 საათის წინ
ტექსტის ზომა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში  2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას, რის შედეგადაც დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნეს შეფასებული არსებული მდგომარეობა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიისა და თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის შეფასება.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

სხვადასხვა წლებში სოფელ ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
1

გიორგი ონიანი წყალტუბოს "სამგურალს" აღარ გაწვრთნის

44

ცაგერის მუნიციპალიტეტში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია

13

"სად უნდა ვიაროთ ადამიანებმა?! - ქუთაისი, შერვაშიძის ქუჩის ტროტუარები

9

პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები პირველად დასავლეთ საქართველოში - "დენტალ ლუქსის“ შეთავაზება პაციენტებს

54

"რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი?“ - თეკლა მებურიშვილი საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს

33

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

2K

სამი დაშავებული ადამიანი და სამი დაზიანებული ავტომანქანა - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

17

"ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და ან ახალი ბრალით გაანადგურებენ"