"სად უნდა ვიაროთ ადამიანებმა?! - ქუთაისი, შერვაშიძის ქუჩის ტროტუარები

sinatle media

"სად უნდა ვიაროთ ადამიანებმა?! - ქუთაისი, შერვაშიძის ქუჩის ტროტუარები

ქუთაისი
17 წუთის წინ
ტექსტის ზომა

ქუთაისი, შერვაშიძის ქუჩაზე მიმდინარე და  დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს.

"ინფო იმერეთს" ადგილობრივები ფოტოებს უგზავნიან, რომელიც შერვაშიძის ქუჩაზე არსებულ მძიმე რეალობას ასახავს.

როგორც ირკვევა, ტროტუარების მოწყობა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები უცნაურად მიატოვეს. შედეგად, ფეხით მოსიარულეთა ზონა სრულად წყლითა და ტალახით არის დაფარული.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ინფრასტრუქტურული ხარვეზების გამო, იძულებული არიან, სავალ საავტომობილო გზაზე იმოძრაონ. 

ადგილობრივების თქმით, ეს ყოველდღიურ რისკთან არის დაკავშირებული და გზაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევების საშიშროებაც, რადგან ქვეითები და მანქანები ერთ სივრცეში მოძრაობენ.

მოსახლეობა მოუწოდებს შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ დროულად დაასრულონ დაწყებული სამუშაოები და უზრუნველყონ ქუჩაზე უსაფრთხო გადაადგილება.

გააზიარე

კომენტარი

ტოპ სიახლეები

დღის სიახლეები

მეტის ნახვა
6

პრემიუმ ხარისხის ფრანგული იმპლანტები პირველად დასავლეთ საქართველოში - "დენტალ ლუქსის“ შეთავაზება პაციენტებს

32

"რატომ არ გვინდა ქუთაისი იყოს დედაქალაქი?“ - თეკლა მებურიშვილი საკრებულოს უმრავლესობას მიმართავს

30

როგორი ამინდი იქნება 26 ნოემბერს იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

2K

სამი დაშავებული ადამიანი და სამი დაზიანებული ავტომანქანა - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

17

"ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და ან ახალი ბრალით გაანადგურებენ"

88

ქუთაისში მილიონობით ლარის ღირებულების საბავშვო ბაღი 3 წელია დაკეტილია და ნადგურდება

988

"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება" - ქუთაისში მიკროავტობუსის მძღოლები გზებზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ

39

25 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი იმერეთში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით