26 ივლისს, თერჯოლაში ლეგენდარული ჯგუფის Boney-M კონცერტი გაიმართა.
Boney-M-ის განახლებულმა შემადგენლობამ, თერჯოლაში შეკრებილი საზოგადოებისთვის ყველა ის კომპოზიცია გააჟღერა, რომლებიც ათწლეულებია, მსოფლიოს მასშტაბით ოქროს ჰიტებად იქცა.
კონცერტი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.