ქუთაისში, ბალახვანის ცენტრში 12-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო.

ადგილობრივები "ინფო იმერეთთან" აცხადებენ, რომ ორი გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გამოსვლის შემდეგ კი დაჭრილი დაინახეს.

მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.