ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ახლად რეაბილიტირებული მემორიალი გაიხსნა.
მემორიალთან იმყოფებოდნენ ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტები.
2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი სრულად განახლდა, განთავსდა აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისადმი მიძღვნილი სიმბოლური ქანდაკება, რომლის ავტორია მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ მემორიალის განახლებულ კომპოზიციას და არსებულ წარწერებზე არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისთან ჰქონდა საქართველოს ომი 2008 წელს - ტექსტში ნახსენებია მხოლოდ გმირთა თავდადება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.