"ქუთაისი 2010" ნახევარფინალშია.
მოქმედმა ჩემპიონმა სუპერლიგის მეოთხედფინალური სერია დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა. „თელავის“ წინააღმდეგ გამართული მესამე შეხვედრა თელავში ანგარიშით 92:78 დასრულდა.
გუნდმა სერიაში საერთო ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი უპირატესობა.
სამივე მატჩში ნაჩვენები სტაბილური თამაშით „ქუთაისი 2010“ ტიტულის დასაცავად ბრძოლას მტკიცედ აგრძელებს.
ნახევარფინალში ქუთაისის მეტოქე გორის „ივერიონს“ და „ბათუმს“ შორის გამარჯვებული იქნება.