წყალტუბოს პარკში ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

ფოტოებზე, რომელსაც "ინფო იმერეთს" აწვდიან, ჩანს, რომ ატრაქციონები დაზიანებულია. ადგილზე არსებულ  ინფრასტრუქტურას კი მოწესრიგება სჭირდება.

ასევე პარკის ტერიტორიის ნაწილი გაუთიბავია და ბალახები ძელსკამებშია ამოსული.

"თქვენთან რომ იწერება პრობლემები, მერე აგვარებენ ხოლმე, იქნებ ესეც ნახონ და ან ბალახი გათიბონ და ან ატრაქციონები მოაწესრიგონ", - წერს "ინფო იმერეთს" ადგილობრივი.