საჩხერეში, სოფელ გორისის სტადიონთან, კაცმა ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მოკლა.
თვითმხილველებმა ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ძაღლს ესროლა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ძაღლს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.