რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ცნობილია, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.