2 მაისს, 18:00 საათზე, ქუთაისი გამორჩეულ სახელოვნებო ღონისძიებას უმასპინძლებს.
გ. ტაბიძის #51-ში, სასტუმრო "არგოში“ ორი აღიარებული ქართველი შემოქმედის - გია გუგუშვილის და ქეთი მატაბელის ერთობლივი გამოფენა, სახელწოდებით „ჩემი ქუთაისი“ გაიხსნება.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს მოგზაურობას თანამედროვე ქართულ ფერწერასა და გრაფიკაში, სადაც ორი განსხვავებული, თუმცა თანაბრად ღრმა ავტორის ინდივიდუალური ხედვა და ემოციური სამყარო იკვეთება.
ნამუშევრების დათვალიერება ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.