ქუთაისში 30 აპრილს მომხდარი დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული შ.რ. და 1993 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.

ერთ-ერთმა მათგანმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა - 1985 წელს დაბადებულ ბ.ჟ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულს შეესწრო შ.რ.-ს თანმხლები გ.ს., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.