პარტია "ახალის" იმერეთის ხელმძღვანელი გიორგი კილაძე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფასების ზრდის დინამიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსახლეობის შემოსავალი და ლარის მსყიდველთუნარიანობა მცირდება.
კილაძის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში საწვავის ფასი დაახლოებით 2–2.5-ჯერ გაიზარდა, კერძოდ, თუ 2012 წელს ევრო რეგულარის ტიპის საწვავი 1.69–1.80 ლარი ღირდა, 2025–2026 წლებში მისმა ფასმა 3.40–4.10 ლარს მიაღწია.
ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზისას პოლიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც და აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში პურსა და პურპროდუქტებზე ფასების საერთო ზრდამ 80–120% შეადგინა, ხოლო კვერცხის ღირებულება 2012 წელთან შედარებით 2–3-ჯერ გაიზარდა.
გიორგი კილაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება შაქრისა და ხორცის პროდუქტების კატეგორიაშიც, სადაც ფასები საშუალოდ 100-დან 150 პროცენტამდეა გაზრდილი, რაც პირდაპირ აისახება მოქალაქეების მსყიდველთუნარიანობაზე.