გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა.

სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი ნუსხით“ დაცული მდინარის კალმახი.

"ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

შესაბამისად, დასჯადი ქმედებაა მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც", - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.