უხვი ნალექის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზები, სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებისთვის შეუძლიათ დარეკო მითითებულ ნომერზე: +995 591 909 005
ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის.