ბაღდათის ცენტრში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ჯგუფი.
"ბაღდათის ცენტრში, კულტურის სახლის წინ მდგომ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები მალევე მოვიდნენ, თუმცა ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მანქანა დაიწვა", - აცხადებს თვითმხილველი "ინფო იმერეთთან".