შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად (2026 წლის ივნისის მდგომარეობით), ქვეყნის მასშტაბით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბაზაში სულ 1017 ადამიანია აღრიცხული. აღნიშნული მონაცემები 1973 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს.

უწყების მონაცემებით, დაკარგულთა საერთო რაოდენობიდან 156 პირი იმერეთის რეგიონზე მოდის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო ნახევარი წლის სტატისტიკა:

ბოლო 6 თვის მონაცემები: იმერეთში უგზო-უკვლოდ 5 ადამიანი დაიკარგა. პოლიციამ ამ დრომდე ვერცერთის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა.

შედარებისთვის, დედაქალაქში ბოლო 6 თვეში დაკარგული 20 პირიდან პოლიციამ 15-ის პოვნა შეძლო, ხოლო 5-ის სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. იმერეთში კი ბოლო პერიოდში გაუჩინარებული ყველა პირის ძებნის პროცესი უშედეგოდ გრძელდება.