იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალ ლუქსი" დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. კლინიკა, რომელიც 2006 წელს ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე გაიხსნა, უკვე ორი ათეული წელია, ერთგულად ემსახურება პაციენტების ჯანმრთელობასა და ესთეტიკას.
"დენტალ ლუქსი“ არ არის მხოლოდ კლინიკა - ეს არის სივრცე, სადაც თანამედროვე სტანდარტები და ადამიანური დამოკიდებულება თანხვედრაშია. პაციენტებს ადგილზე ხვდებათ ყველაფერი, რაც მაღალი დონის მომსახურებისთვისაა აუცილებელი: პროფესიონალთა გუნდი - გამოცდილი ექიმები და მზრუნველი პერსონალი.
ციფრული რენტგენი და უახლესი თაობის სტომატოლოგიური მიკროსკოპი, რაც მკურნალობის მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს.
ყველა ტიპის სტომატოლოგიური პროცედურა ერთ სივრცეში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ტარდება.
კლინიკის წარმატება მუდმივ განვითარებას ეფუძნება. მზარდი მოთხოვნისა და ნდობის საფუძველზე, "დენტალ ლუქსმა“ საქმიანობის არეალი გააფართოვა და ახალი ფილიალი ბაღდათში გახსნა. დღეს უკვე იმერეთის ორ ქალაქში ორი ძლიერი გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს ასობით ადამიანის ბედნიერ ღიმილზე.
"კლინიკის 20-წლიანი ისტორია წარმოუდგენელი იქნებოდა იმ გუნდის გარეშე, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ხარისხს. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ექიმებს, ექთნებს, ტექნიკურ პერსონალსა და, რა თქმა უნდა, დამფუძნებლებს, რომელთა ხედვამ და თავდადებამ „დენტალ ლუქსი“ რეგიონის ლიდერად აქცია. 20 წელი ეს არის გზა, რომელიც სავსეა შრომით, ერთგულებითა და ნდობით. და ეს მხოლოდ დასაწყისია", - აცხადებენ კლინიკაში.
"დენტალ ლუქსი“ აგრძელებს ზრდას და მომავალშიც გეგმავს ინოვაციური მიდგომებით და პროფესიონალიზმით გაახაროს თავისი პაციენტები.