თერჯოლაში, გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.
აღნიშნულ სალოცავში ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა გიორგის დღესასწაულზე 6 მაისსა და 23 ნოემბერს, აქ განსაკუთრებით ხალხმრავლობაა.
გოგნის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავს კარაუგდებელს უწოდებენ.
ისტორიული ლეგენდის თანახმად, როდესაც სოფელ გოგნის თავზე მთაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააშენეს და კარი გაუკეთეს, მეორე დილით იქ მისულ ადამიანებს კარი ჩამოვარდნილი დახვდათ, ყოველთვის, როდესაც ტაძარს კარს კიდებდნენ, დილით ჩამოვარდნილი ხვდებოდათ. ადგილობრივმა მოსახლეობამ იფიქრა ვიღაც ამას განზრახ აკეთებდა და ეკლესიასთან ღამით დადარჯდნენ, მათ გამთენიისას სასწაული იხილეს, ნახეს ნათელი სვეტით როგორ ჩამოიხსნა კარი, ამის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ეს უფლის სასწაული იყო და კარიც მას შემდეგ არასოდეს დაუკიდიათ ტაძარზე და ამის გამო დაერქვა სალოცავს "კარუგდებელი“.