ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ უკრაინასთან ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოწვევები არსებობს, ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობას, ურთიერთობას აქვს ძალიან ხანგრძლივი ისტორია.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის. ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება, გადაიდგას. ჩვენ ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც არის დღეს ურთულეს მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში, არის ურთულესი ეკონომიკური, სოციალური პირობები. ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს დანარჩენი ვნახოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.