შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გუშინ ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არც არავინ დაუკავებიათ.
კადრებში კი, რომელიც "ინფო იმერეთს" აქვს, ჩანს, რომ რამდენიმე პირის დაკავება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება იქ მცხოვრებლებსა და სპეცრაზმს შორის მოხდა, რის შემდეგადაც ადგილზე კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მობილიზდნენ.
ასევე ადგილზე იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მინიმუმ სამი ჯგუფი.
"რა მოხდა და სპეცრაზმელებმა ჯერ სცემეს ჩვენი ბიჭები და მერე დააკავეს", - ამბობენ ადგილობრივები.
"ბორდელში ყოფილა ჩხუბი, ჯერ ბიჭებს ერთმანეთში უჩხუბიათ და მერე პოლიციას დასცხეს", - უყვება ინფორმირებული წყარო "ინფო იმერეთს".