რაჭამ Off-Road “Trophy Trial 2026”-ს უმასპინძლა, სადაც სამტრედიის ოფროუდ კლუბის ეკიპაჟებმა მიიღეს მონაწილეობა და საკუთარი პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.
Pro Modified კატეგორიაში სამტრედიელმა სპორტსმენებმა - ალექსანდრე (ალიკა) იჟევსკიმ (პილოტი) და გოგიტა გოგიბერაშვილმა (შტურმანი) ეკიპაჟმა საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მოპოვებული ბრინჯაო კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამტრედიის ოფროუდ კლუბი რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენს და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.
გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამტრედიის ოფროუდ კლუბის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს გია შენგელიას.
ფოტო: მიხეილ შენგელია