ქუთაისში კიდევ ერთი ახალი, გამორჩეული სივრცე გაიხსნა - 7 Doors Apartments in ქუთაისი, რომელიც უკვე იქცა თანამედროვე, კომფორტული და განსხვავებული დასვენების სიმბოლოდ ქალაქში.

ეს პროექტი ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა. მისი შექმნისას გავითვალისწინეთ როგორც წინა სასტუმროს გამოცდილება, ისე ტურისტების რეალური მოთხოვნილებები. შედეგად, შევქმენით უნიკალური სივრცე, სადაც სტუმარი თავს გრძნობს მყუდროდ, თანამედროვედ და განსხვავებულად.

სასტუმრო მოიცავს სულ 7 აპარტამენტს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თითოეული მათგანი განსხვავებული დიზაინისა და კონცეფციისაა. ეს მრავალფეროვნება ჩვენს სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათთვის სასურველი სტილი და განწყობა.

ყველა აპარტამენტი აღჭურვილია:

სრულფასოვანი სამზარეულოთი

იზოლირებული ოთახებით (ორმაგი შრის კედლებით და ხმის იზოლაციით) 

დიდი აივნით

ულამაზესი ხედებით ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით — ჭომა, გორა, მწვანე ყვავილა და შაომიანის ძველი უბანი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქუთაისში პარკირების საკითხია - სწორედ ამიტომ, სასტუმროს ტერიტორიაზე გამოვყავით ფართო სივრცე, სადაც ერთდროულად 10 ავტომობილის განთავსებაა შესაძლებელი. ეს ჩვენს სტუმრებს აძლევს საშუალებას, მშვიდად და სტრესის გარეშე ისარგებლონ საკუთარი ტრანსპორტით.

გარდა ამისა, სასტუმროს აქვს პანორამული ტერასა, რომელიც უკვე გახდა პოპულარული ადგილი საქორწილო და სადღესასწაულო ფოტოსესიებისთვის. მომავალში იგეგმება დამატებითი სერვისების დანერგვაც, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის სტუმრების გამოცდილებას.

7 Doors Apartments არის სივრცე მათთვის, ვინც ქუთაისში ეძებს არა უბრალოდ ღამის გასათევს, არამედ განსხვავებულ, კომფორტულ და შთამბეჭდავ გამოცდილებას.

სასტუმროს მმართველი - ქრისტინე მესხაძე

დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 511 14 15 17