"გვირილობის" დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 6 პიროვნებას მიენიჭა.
ქალაქის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, საპატიო ქუთაისელები გახდნენ: ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი გოჩა ბაკურაძე, საკალათბურთო კლუბ „ქუთაისი 2010“-ის მთავარი მწვრთნელი კონსტანტინე ტუღუში, ექიმი მარტინ აეკი, ქველმოქმედი, მეცენატი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით თვალთვაძე, პედიატრი ზურაბ უბერი და ლეგენდარული ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი.
საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ქუთაისობის დღესასწაულზე გაიმართა.