პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს ქუთაისში, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა სანადირო თოფით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც სამედიცინო დახმარების მიუხედავად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობის ადგილზე მყოფმა პირმა კი, რომელმაც ბრალდებულთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, არ შეატყობინა სამართალდამცველებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) რაც თავისუფლების თხუთმეტ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს წარედგინა. მეორე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც თავისუფლების შვიდ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე უკვე მიმართა", - აცხადებენ პროკურატურაში.