დღეს ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული "გვირილობა", იგივე "ორმაისობა" აღინიშნება.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

"გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.