მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისის "აიას" არენის, მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული შენობებისა და გარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

პროექტის მიზანია 2026 წლის ივნისში, საქართველოში გასამართი რაგბის 2-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადება.

ქუთაისის "აიას" არენაზე დაგეგმილია ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების სკამების განახლება და სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, გასახდელების და სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია.

სამუშაოები ივნისში უნდა დასრულდეს.