ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო.
ყოველწლიურ ანგარიშს მხარი 53-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი 14 იყო.
ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, "რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ეუთოს მიერ, 24 წევრი ქვეყნის ინიციატივით, "მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოში, ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაფასებლად, ექსპერტთა მისიის გაგზავნის საშუალებას იძლევა.