"ძალა ერთობაშია" - ამ სლოგანით ქუთაისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები თავდაპირველად ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ისევ მერიასთან გადაინაცვლეს.
"გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები", - ეს აქციის მონაწილეების მოთხოვნებია.
მათივე თქმით, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.