სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტი, მეუფე საბა საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პატრიარქის გამორჩევა  ყოფითი კრიტერიუმებით არ ხდება და ეს გადაწყვეტილება ზეცაში წყდება. 

"პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება შედარებებით — ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს ან შეაქებს ევროპას და პირიქით. არ ხდება სხვა სურვილებით და მახასიათებლებით, რომელსაც დღეს მცირე რაოდენობის ადამიანები ამბობენ, თუმცა მაინც ამბობენ. ყველაფერი ზეცაში წყდება. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ პატრიარქობა არ არის ადმინისტრაციული თანამდებობა - ეს არის ტვირთი და ჯვარი“, - განაცხადა მეუფე საბამ.