სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულია 23 წლის ბესო შარაშენიძე.
ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა გუშინ მოხდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულია 5 ადამიანი. ისინი "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.