ქუთაისის სარაგბო კლუბი "არესი" პირველად საქართველოს ვიცე-ჩემპიონია. "დიდი 10"-ის 2025-2026 წლების ფინალურ შეხვედრაში ჩემპიონობა ბათუმის გუნდმა მოიპოვა.

ისტორიული ფინალი ბათუმში, "აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართა და "ბათუმის" სასარგებლოდ 38:6 დასრულდა.

ბათუმელებმა მეტოქეს ხუთი ლელო დაუდეს, გიორგი მარგალიტაძემ დუბლი შეასრულა, თითოჯერ გამოიჩინეს თავი პიტერ ვილიამსმა, ზურაბ ნინიძემ და თორნიკე გაბელაიამ. ხუთი ლელოდან სამი ვაჟა მიქაძემ გარდასახა (მის ანგარიშზე ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაცაა), ორჯერ კი თავი ბექა ნოზაძემ გამოიჩინა. ქუთაისელთაგან ორი ზუსტი ჯარიმა ფურცხვანიძემ შეასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მარგალიტაძე დაასახელეს.