წყალტუბოში, 9 აპრილის მე-3 შესახვევში არსებული გზის მდგომარეობას მოქალაქეები სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ.
ადგილობრივები წერენ, რომ „ენერგო-პროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია და პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ აღნიშნული ქუჩით, მათ შორის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებს.
მოქალაქეების განცხადებით, გზის დაზიანებული მონაკვეთი საფრთხეს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე ტრანსპორტით მოსარგებლეებს.
"ეს არის წყალტუბო, 9 აპრილის მე-3 შესახვევი, ენერგო-პროს მიმდებარე ტერიტორია! სირცხვილია, უამრავი ადამიანი მოძრაობს აქ, მათ შორის სასულიერო გიმნაზიის სკოლის მოსწავლეები! ამ ქუჩაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია, რით იწონებთ საერთოდ თავს, როდესაც ქალაქის შუაგული ასეთ მდგომარეობაშია.
შეგრცხვეთ მაინც და იქნებ მიხედოთ ასეთი მნიშვნელობის გზას", - წერენ სოციალურ ქსელში და ქუჩის ამსახველ ფოტოს აქვეყნებენ.